1. სეროლოგიურ იდენტიფიკაციამდე ვირუსის გამოსაყოფად, გამოსაკვლევი ნიმუშისთვის შეირჩევა IHN-ის ან VHS-ისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების მქონე არანაკლებ 10 თევზი.
2. თევზისგან აღებული ნიმუშების მომზადება და გადაგზავნა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. დამატებითი სადიაგნოსტიკო მასალის შეგროვება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
4. ნიმუშების მომზადება ვირუსოლოგიური გამოკვლევისთვის ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8-მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
5. ვირუსოლოგიური გამოკვლევა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11-მე-15 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
6. ვირუსის იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16-მე-19 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა