1. ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ტიტრაციის რეკომენდებული პროცედურა მოიცავს:

ა) VHSV-ის არანაკლებ ორი იზოლატისა და IHNV-ის ერთი იზოლატის გამოყენებას. იზოლატები უნდა წარმოადგენდნენ ვირუსების ძირითად ჯგუფს (მაგ.   VHSV-თვის ერთი პათოგენური იზოლატი ცისარტყელა კალმახისგან მტკნარ წყალში და ერთი ზღვის იზოლატი, რომელიც პათოგენურია  ჰატუსისთვის და IHNV-თვის ერთი ცისარტყელა კალმახის პათოგენური შტამი ევროპიდან). იზოლატები ხელმისაწვდომია თევზის დაავადებებზე მომუშავე რეფერენს ლაბორატორიიდან;

ბ) უჯრედოვან კულტურაში რამდენჯერმე პასაჟირებული ვირუსების გამრავლებას, რომელიც ხდება უჯრედოვანი კულტურის კოლბებში BF-2 ან RTG-2 უჯრედებზე VHSV-ის შემთხვევაში  და IHNV-ის  შემთხვევაში კი - EPC ან FHM უჯრედებზე. გამოყენებული უნდა იქნეს  უჯრედოვანი კულტურის საკვები არე არანაკლებ 10%-იანი შრატით და დაბალი MOI ინოკულაციისთვის (<1);

გ) სრული CPE-ის არსებობისას, ვირუსის მიღებას უჯრედოვანი კულტურის ზედაპირული სითხის (სუპერნატანტის)  ცენტრიფუგირებით 2 000 ბრ/წთ 15 წუთის განმავლობაში, სტერილურად გაფილტვრას 0,45 მკმ მემბრანულ ფილტრზე და განაწილებას ეტიკეტირებულ კრიოსინჯარებში. ვირუსი ინახება  -80°C ტემპერატურაზე;

დ) გაყინვიდან ერთი კვირის შემდეგ, თითოეულ ვირუსიანი სამი რეპლიკატი სინჯარის  გალღობას ცივ  წყალში და  ტიტრირებას შესაბამის უჯრედის ხაზებში. არანაკლებ ყოველ ექვს თვეში, ან თუ არსებობს ეჭვი, რომ შემცირდა უჯრედის ხაზის მგრძნობელობა, უნდა მოხდეს თითოეული ვირუსის იზოლატის გალღობა და ტიტრირება.

2. ტიტრაციის პროცედურები უნდა იქნეს დეტალურად აღწერილი და იგივე პროცედურა დაცული ყოველ ჯერზე.

3. ტიტრაცია, ბოლო წერტილის განზავებით, უნდა შეიცავდეს არანაკლებ ექვს რეპლიკატს ყოველი განზავების ეტაპზე. ტიტრები დარდება ადრე მიღებულ  ტიტრებთან. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი სამი ვირუსის იზოლატის ტიტრი  ეცემა 2 ლოგარითმით ან მეტი ფაქტორით, თავდაპირველ ტირტთან   შედარებით, უჯრედის ხაზი აღარ უნდა იქნეს გამოყენებული ზედამხედველობის მიზნებისათვის.

4. თუ სხვადასხვა უჯრედის ხაზები ინახება ლაბორატორიაში, თითოეული ხაზი უნდა შემოწმდეს  ცალ-ცალკე.

5. ჩანაწერები იწარმოება არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

დანართი N1

VHS-სა ან/და IHN-ზე აღიარებული სტატუსის  მიღწევისათვის ზონისა და აუღიარებილი ზონის ფერმაში ორწლიანი კონტროლის - შემოწმებისა და ნიმუშის აღების - სქემა

კლინიკური გამოკვლევების რაოდენობა წელიწადში (ორი წელი)

ლაბორატორიული გამოკვლევების რაოდენობა წელიწადში (ორი წელი)

ლაბორატორიული გამოკვლევები ვირუსის არსებობაზე (1)

მზარდი თევზის რაოდენობა

(ორგანული მასალა)

მწარმოებელი თევზის რაოდენობა

(საკვერცხის სითხე)

კონტინენტური ზონები და ფერმები

ა) ფერმები მწარმოებლებით

2

2

120 (პირველი გამოკვლევა (2)

150 (მეორე გამოკვლევა)

30 (პირველი გამოკვლევა (3)

0 (მეორე გამოკვლევა)

ბ) ფერმები მხოლოდ  მწარმოებლებით

2

1

0

150 (პირველი ან მეორე გამოკვლევა) (3)

გ) ფერმები მწარმოებლის გარეშე

2

2

150 (პირველი ან მეორე გამოკვლევა)

0

სანაპირო ზონები და ფერმები

ა) ფერმები მწარმოებლებით

2

2

120 (პირველი გამოკვლევა

150 (მეორე გამოკვლევა)

30 (პირველი გამოკვლევა (3)

0 (მეორე გამოკვლევა)

ბ) ორაგულისებრთა ფერმები მწარმოებლების გარეშე

2

2

30 (პირველი და მეორე გამოკვლევა (4)

0

გ) არა-ორაგულისებრთა ფერმები მწარმოებლების გარეშე

2

2

150 (პირველი და მეორე გამოკვლევა

0

შენიშვნა: თევზის  მაქსიმალური რაოდენობა თითო აუზში/ტბორში/წყალსატევში -10.

(1)  შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს შემცირებული რაოდენობის ნიმუშები, როგორც ეს მითითებულია  დანართ N2-ში, თუ მოთხოვნები, რომელიც აღწერილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტში, მე-9 და 24-ე მუხლებში იქნება დაკმაყოფილებული.

(2)  კლინიკური გამოკვლევები.

(3) გამონაკლის შემთხვევებში, თუ  შეუძლებელია საკვერცხის სითხის მიღება, ნიმუშები შეიძლება აღებული იქნეს  ორგანოებიდან.

(4) ნიმუშები უნდა შეგროვდეს თევზის სუფთა წყლიდან მინირელიზირებულ წყალში გადაყვანის შემდეგ არა უადრეს სამი კვირის განმავლობაში.

დანართი N2

შემოწმებისა და ნიმუშის აღების სქემა ორწლიანი კონტროლისთვის, რომელიც წინ უსწრებს VHS-სა ან/და IHN-ს აღიარებული სტატუსის მოპოვებას ზონასა და აუღიარებელი ზონის ფერმაში, სადაც ამ დაავადებების არარსებობას ადასტურებს დოკუმენტირებული ისტორია

კლინიკური გამოკვლევების

რაოდენობა წელიწადში (ორი წელი)

ლაბორატორიული

გამოკვლევების რაოდენობა წელიწადში (ორი წელი)

ლაბორატორიული გამოკვლევები

ვირუსის არსებობაზე

მზარდი თევზის რაოდენობა

(ორგანული მასალა)

მწარმოებელი

თევზის რაოდენობა

(საკვერცხის სითხე)

კონტინენტური ზონა და ფერმები

ა) ფერმები მწარმოებლებით

2

2

0 (პირველი გამოკვლევა (1)

30 (მეორე გამოკვლევა)

30 (პირველი გამოკვლევა (2)

0 (მეორე გამოკვლევა)

ბ)შერეული ფერმები (reine Brutanlagen) (მწარმოებლებით და დასხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის თევზები)

2

1

0

30 (პირველი

ან მეორე გამოკვლევა) (2)

გ) ფერმები მწარმოებლის გარეშე

2

2

30 (პირველი ან მეორე გამოკვლევა)

0

სანაპირო ზონა და ფერმები

ა) ფერმები მწარმოებლებით

2

2

0 (პირველი გამოკვლევა

30 (მეორე გამოკვლევა)

30 (პირველი

გამოკვლევა (2)

0 (მეორე გამოკვლევა)

ბ) ორაგულისებრის ფერმები მწარმოებლების გარეშე

2

2

30 (პირველი და მეორე გამოკვლევა (3)

0

გ)არა-ორაგულისებრთა ფერმები მწარმოებლების გარეშე

2

2

30 (პირველი და მეორე გამოკვლევა

0

შენიშვნა: თევზის  მაქსიმალური რაოდენობა თითო აუზში/ტბორში/წყალსატევში- 10.

(1) კლინიკური გამოკვლევები.

(2) გამონაკლის შემთხვევებში, თუ  შეუძლებელია საკვერცხის სითხის მიღება,  ნიმუშები შეიძლება არებული იქნეს ორგანოებიდან.

(3) ნიმუშები უნდა შეგროვდეს თევზის სუფთა წყლიდან მინირელიზირებულ წყალში გადაყვანის შემდეგ არა უადრეს სამი კვირისა.

დანართი N3

VHS-სა ან / და IHN-ს აღიარებული სტატუსის  შენარჩუნების მიზნით შემოწმების და ნიმუშის აღების სქემა ზონისთვის და აუღიარებელი ზონის ფერმისთვის

კლინიკური გამოკვლევების რაოდენობა წელიწადში

ლაბორატორიული გამოკვლევისათვის  აღებულ ნიმუშში თევზის რაოდენობა (1)

მზარდი თევზის რაოდენობა

(ორგანული მასალა)

მწარმოებელი თევზის რაოდენობა

(საკვერცხის სითხე)

კონტინენტური ზონა და ფერმები

ა) ფერმები მწარმოებლებით

2

20 (პირველი გამოკვლევა ან მეორე გამოკვლევა)

10 (პირველი ან მეორე გამოკვლევა ) (2)

ბ) ფერმები მხოლოდ მწარმოებლებით

2

0

30 (პირველი ან მეორე გამოკვლევა) (2)

გ) ფერმები მწარმოებლების გარეშე

2

30

0

სანაპირო ზონა და ფერმები

ა) ფერმები მწარმოებლებით

2

20 (პირველი ან მეორე გამოკვლევა )

10 (პირველი ან მეორე გამოკვლევა) (2)

ბ) ფერმები მწარმოებლების გარეშე

1

30 (3)

0

შენიშვნა: თევზის  მაქსიმალური რაოდენობა თითო აუზში/ტბორში/წყალსატევში -10.

(1) აღიარებულ ზონაში  ნიმუშები ყოველწლიურად უნდა შეგროვდეს მხოლოდ  როტაციით  თევზის ფერმების  50%-ში. აუღიარებელი ზონის აღიარებულ ფერმაში ნიმუშები გროვდება ყოველწლიურად.

(2) გამონაკლის შემთხვევებში, თუ  შეუძლებელია საკვერცხის სითხის მიღება, ნიმუშები  შეიძლება აღებული იქნეს ორგანოებიდან.

(3) ნიმუშები უნდა შეგროვდეს თევზის სუფთა წყლიდან მინირელიზირებულ წყალში გადაყვანის შემდეგ არა უადრეს სამი კვირის