1. ჰომოგენატის ცენტრიფუგირება ხდება მაცივრიან ცენტრიფუგაში 2°C -5°C ტემპერატურაზე 2 000-4000 ბრ/წთ 15 წუთის განმავლობაში და სუპერნატანტი უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს ოთხი საათის განმავლობაში 15°C ტემპერატურაზე ან მთელი ღამის განმავლობაში 4°C ტემპერატურაზე ანტიბიოტიკებთან ერთად. (მაგ.: ამ ეტაპზე - 1 მგ/მლ გენტამიცინი).
2. სუპერნატანტის დამუშავება ანტიბიოტიკებით შეიძლება იქნეს გამოტოვებული, თუ ნიმუშის გადატანა ხდება სატრანსპორტო ნიადაგით.
3. სუპერნატანტის ანტიბიოტიკით დამუშავების მიზანია ნიმუშებში ბაქტერიული დაბინძურების გაკონტროლება და ფილტრაცია მემბრანული ფილტრის გამოყენებით აღარ არის საჭირო.
4. თუ შეგროვებული სუპერნატანტი ნიმუშის აღების შემდეგ ინახება -80°C ტემპერატურაზე 48 საათის განმავლობაში, ის შეიძლება იქნეს ხელახლა გამოყენებული მხოლოდ ერთხელ ვირუსოლოგიური გამოკვლევისთვის.
5. ქსოვილის ნიმუშების შეგროვებიდან 48 საათის განმავლობაში უჯრედის ინოკულაციის შეუძლებლობისას, სუპერნატანტი შეიძლება გაიყინოს -80°C ტემპერატურაზე და განახორციელდეს ვირუსოლოგიური გამოკვლევა 14 დღის განმავლობაში.
6. უჯრედების ინოკულაციამდე ხდება სუპერნატანტის შერევა IPN ვირუსის ადგილობრივი სეროტიპისა და ანტიშრატის თავსებადი განზავების თანაბარ მოცულობასთან და ხდება ინკუბაცია არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში 15°C ტემპერატურაზე ან არაუმეტეს 18 საათის განმავლობაში 4°C ტემპერატურაზე. ანტიშრატის ტიტრი უნდა იქნეს არანაკლებ 1/2000, 50%-იანი ,,plaque“ ნეიტრალიზაციის ტესტში.
7. ანტიშრატით IPNV-ის მიმართ ყველა ინოკულატის დამუშავების მიზანია IPNV-ის გამო დასნებოვნებული უჯრედების კულტურებში CPE-ის განვითარების თავიდან აცილება, რაც ამცირებს ვირუსოლოგიური გამოკვლევების ხანგრძლივობას და აგრეთვე, იმ შემთხვევების რაოდენობას, როდესაც CPE-ის წარმოქმნა უნდა ჩაითვალოს VHSV-ს ან IHNV-ს პოტენციურ მაჩვენებლად.
8. ინოკულატის დამუშავება ანტიშრატით IPNV-ის მიმართ შეიძლება იქნეს გამოტოვებული, როდესაც ნიმუშები მიღებულია IPNV-ზე თავისუფალი საწარმოო ერთეულებიდან.
ვირუსოლოგიური გამოკვლე