1. დაფინანსება მოხდეს მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელებსა (საბაკალავრო საფეხურისთვის და ე.წ „1+4“ პროგრამისთვის) და აკრედიტებულ კოლეჯებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სწავლის საფასურის დაფინანსება განისაზღვროს თითოეულ სტუდენტზე 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარამდე, არაუმეტეს სწავლის წლიური საფასურის 50%-მდე. დახმარება ერთჯერადად (კალენდარულ წელიწადში ერთხელ, ერთი სასწავლო წლისთვის) გაეწევა სტუდენტს (27 წლამდე), რომელიც არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) დედით ან მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული სტუდენტი/სტუდენტები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი – სტუდენტი (მკვეთრად, მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხი);
გ) სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახებიდან (4 ან მეტი შვილი 27 წლამდე), დაფინანსდება ოჯახიდან ერთი სტუდენტი;
დ) სტუდენტი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით; დაფინანსდება ოჯახიდან ერთი სტუდენტი;
ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის სამი ან მეტი სტუდენტი (დაფინანსებას მიიღებს ერთ-ერთი სტუდენტი ოჯახიდან);
ვ) სტუდენტი, რომლის მშობელი ან|და მშობლებიც წარმოადგენენ შშმ პირებს (მკვეთრად გამოხატული სტატუსი), დაფინანსდება ოჯახიდან ერთი სტუდენტი;
ზ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სტუდენტი (ასაკის მიუხედავად).
2. დედით და მამით ობოლი სტუდენტი - დაფინანსდება სწავლის საფასურის 50 %-ით, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, ხოლო ოჯახიდან ერთზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში ყოველი მომდევნო სტუდენტი 50%-ით, არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარით.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (ბენეფიციარი, ბენეფიციარის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, სასწავლო კურსის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის შემთხვევაში, მშობლ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობა(ები), სტუდენტის დაბადების მოწმობა;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ„ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (4 ან მეტი ბავშვის დაბადების მოწმობებების ასლები, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები( თუ სტუდენტი არასრულწლოვანია) და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ);
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის წერილობითი აქტი სოციალური მდგომარეობის შესახებ;
თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, შესაბამისი 3 ან მეტი ბავშვის დაბადების მოწმობებების ასლები, მშობლების პირადობის მოწმობების ასლები და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. სამივე ან მეტი ბავშვის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ი) ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) შშმ სტატუსის დამდასტურებელი ცნობა.
კ) ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.
4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აკრედიტებული სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვი