1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები შშმ ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმრებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში ორჯერ,  საახალწლოდ და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 75-75 ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ)
შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე)
შშმ ბავშვის ფორმა №IV-50/4 - სსე აქტის ამონაწერის ასლი;
ვ)
შშმ ბავშვის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ  საბანკო ანგარიშზე