1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო პირები (I-II ჯგუფი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (I ჯგუფი), გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას წლის განმავლობაში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმრებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და 3 დეკემბერს-შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 75-75 ლარის ოდენობით.
4.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა მონაცემების შესახებ.
ბ)
შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
შშმ პირის ფორმა №IV-50/4 - სსე აქტის ამონაწერის ასლი.
დ)
შშმ პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 30.05.2016
მუხლი 17. შშმ პირთა სოციალური დახმარება
მთავარი მონაცემები
- თანხა 75 ლარის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
- მუხლი 12. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
- მუხლი 13. შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
- მუხლი 14. ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება
- მუხლი 15. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
- მუხლი 16. უხუცესთა სოციალური დახმარება
- მუხლი 18. შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
- მუხლი 19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 20. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე
- მუხლი 21. სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 22. თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, მუხლი 17, №50, 17.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3108269/muxli-17/