1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხობრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება  შემდეგი ოდენობით:
ა)
საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.
ბ)
არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;
4.
მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილ უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე