ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას (გარდა ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახებისა), კერძოდ:

ა) ოჯახი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით;

ბ) ოჯახი, რომლის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული, ან არ გააჩნია რაიმე შემოსავალი;

გ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირები;

დ) მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ან მარჩენალდაკარგული/მარჩენალგარდაცვლილი/ობოლი ბავშვიანი ოჯახები (ოჯახი, რომელსაც ყავს 18 წლამდე შვილი/შვილები);

ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ღარიბი/ღატაკი, ბავშვიანი ოჯახი;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტუბერკულოზით დაავადებული (ტუბერკულოზის რეზისტენტული და სენსიტიური ფორმა) მოქალაქეები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასურსათო პაკეტებით. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;

ბ) განმცხადებლის/ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა შემოსავლების შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი დოკუმენტი რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის/სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირის შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „გ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ზ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

თ) დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლი (ამ მუხლის, პირველი პუნქტის' „ე“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, ამ მუხლის, პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

4. 2026 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობდნენ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობი