1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ უფასო სასადილოში ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად ისარგებლებენ ერთჯერადი კვებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა)
მარტოხელა პენსიონერები;
ბ)
მრავალშვილიანთა ოჯახები და ობოლი ბავშვები (დედით, ან მამით) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 150 000 ქულის ჩათვლით;
გ)
I და I I ჯგუფის შშმ პირთა ოჯახები;
დ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით;
ე)
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ვ)
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მარტოხელა პენსიონერებისათვის:
ა.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ბ)
მრავალშვილიანთა ოჯახებისა და ობოლი ბავშვებისათვის (დედით, ან მამით) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 150 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით:
ბ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები;
ბ.დ)
ობოლი ბავშვების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ბ.ე)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
გ)
I და I I ჯგუფის შშმ პირთა ოჯახები;
გ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის (მოსარგებლე ბავშვის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის) ასლი;
გ.გ)
ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი:
გ.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100) დედანი;
დ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით:
დ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
დ.გ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ე)
დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის:
ე.ა)
განმცხადებლის, პირადობის მოწმობის ასლი;
ე.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი ან ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე.გ)
მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ვ)
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
ვ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ვ.გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 31.08.2015
მუხლი 21. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში კვების დაფინანსება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 20. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურება
- მუხლი 4. უფასო სასადილოს დაფინანსება. პროგრამული კოდი 060204
- მუხლი 16. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება
- მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №43 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.
- მუხლი 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება
- მუხლი 17. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰემო-დიალეზზე მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარება
- მუხლი 18. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურებით
- მუხლი 19. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება 140 ლარის ოდენობის სასურსათო პაკეტით
- მუხლი 20. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №11, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2736998/muxli-21/