1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ერთი ლაბორატორიული ანალიზით.
2.
მოსარგებლე – მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 57000 ქულას.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოწოდებული მოხსენებითი ბარათი საანალიზო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მითითებით;
ბ)
მოსარგებლის სახელზე გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
4.
მომსახურების ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის მომწოდებელ სამსახურთან. ანაზღაურება მოხდება სერვისის მომწოდებელი სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის (წერილი, ანგარიშ-ფაქტურა და კაკულაცია) წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით