1. კომისია იქმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-9; მე-11; მე-13 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით (რომლის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით), რომელიც შეიმუშავებს შესაბამისი გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტებს. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება სხდომას. თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის მდივანი კომისიის წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზ