პროგრამით ისარგებლებს:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები.
1.1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.
1.2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარით.
1.3. განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემი კომისია“, ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის შესაბამისი მოხელისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ერთობლივი მოხსენებითი ბარათის საფუძველზ