პროგრამა ითვალისწინებს:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარებას.
1.1. ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
1.2. ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარება განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წელიწადში ერთჯერ.
2. შინმოვლის სერვისი.
2.1. შინმოვლის პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, ბენეფიციარების ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მოწესრიგება თვეში 4- ჯერ (სავალდებულო ვიზიტი კვირაში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კვირაში 2-ჯერ) და ყოველთვიურად ორჯერ (თვის 13-15 და 28-30 რიცხვებში) საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა, გარდა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისა.
2.2. პროგრამაში ჩასართავად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.
2.3. ბენეფიციარის მდგომარეობას ამოწმებს ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური, სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების გამცემი კომისი