პროგრამით ისარგებლებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:
1. შშმ პირები (0-დან 18 წლამდე).
1.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად – თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
1.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
1.3. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბენეფიციარი რომელიც სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დახმარებით.
2. ცერებრალური დამბლით და პოლინეიროპათიური დაავადებული (18 წლის ზევით)
2.1. ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირები ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით;
3.1. მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებულ მონაცემთა ბაზაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა საბიუჯეტო წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის ცნობა;
გ) საბანკო ანგარიშია ნომერი;
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
4. I ტიპის (ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები
4.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება 6 თვეში ერთჯერ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
4.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახალზე;
ბ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4.3. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბენეფიციარი რომელიც სარგებლობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დახმარებით.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები 3-დან 18-წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის საქართველოს კურორტებზე სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების ვაუჩერული დაფინანსება
5.1. ვაუჩერით მოსარგებლე პირი:
5.1.1. ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ მხოლოდ ერთ დაწესებულებას და სერვისის პირობებს;
5.1.2. ერთ ადამიანზე მომსახურების ღირებულება შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს;
5.1.3. ერთ ბენეფიციარზე და მის კანონიერ წარმომადგენელზე ვაუჩერის ღირებულება ჯამში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარით;
5.1.4. თუ, ერთ კანონიერ წარმომადგენელს ეყოლება ორი ან მეტი ბენეფიციარი, მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლისა და ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით;
5.1.5. ვაუჩერით ანაზღაურდება არანაკლებ 6 (ექვსი) დღე-ღამის მომსახურება;
5.1.6. ქვეპროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი ვაუჩერი.
5.2. ვაუჩერით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა ან/და მისმა წარმომადგენელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
5.2.1. განცხადება მერის სახელზე;
5.2.2. ბენეფიციარ(ებ)ის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის/დაბადების მოწმობ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
5.2.3. ბენეფიციარის რეგისტრაციის ბარათი;
5.2.4. სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100;
5.2.5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური ადგენს განცხადებ(ებ)ის რეესტრს მომართვიანობის საფუძველზე, რეესტრში არსებული რიგითი ნომერი ემთხვევა ვაუჩერის ნომერს, რომელიც გადაეცემა ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ მოსარგებლეს.
5.3. მომსახურების ანაზღაურება:
5.3.1. ვაუჩერის მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაცემის თარიღიდან იმავე კალენდარული წლის პირველ ოქტომბრამდე.
5.3.2. მომსახურება ხორციელდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც ფლობენ ვაუჩერს;
5.3.3. ვაუჩერი ძალაშია მოსარგებლეთა პირადობის/დაბადების მოწმობ(ებ)ის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად;
5.4. ვაუჩერის განაღდება/ანგარიშგება
5.4.1. სერვისის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის მომსახურებისათვის გაწეული თანხის ანაზღაურება სავალდებულოა მომსახურების დასრულებიდან საბიუჯეტო წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
5.4.2. სერვისის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სერვისის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: - სერვისის მიმწოდებლის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი;
- ვაუჩერით მოსარგებლე პირების სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- ვაუჩერის რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და ვაუჩერის გაცემის თარიღი;
- ვაუჩერით მოსარგებლე პირების მიერ სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღი.
- ასანაზღარებელი თანხის ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვაუჩერის ღირებულებას;
-სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში);
გ) გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, გაფორმებული სერვისის მიმწოდებელსა და ბენეფიციარის უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის, მიღებული მომსახურების დღეების გათვალისწინებით. თანდართული მომსახურების მიმღები პირის მიერ თითოეულ დღეზე ხელმოწერით დადასტურებული.
5.4.3. ინვოისი შედგენილი უნდა იქნეს სერვისის მიმწოდებლის მიერ სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების დასრულების შემდეგ.
5.4.4. ვაუჩერის არამართლზომიერი გამოყენება გამოიწვევს ვაუჩერის გაუქმებას.
5.4.5. არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევაში პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.4.6. დაკარგვის შემთხვევაში ვაუჩერი განმეორებით არ გაიცემა.
5.5. ვაუჩერს და ბენეფიციართა რეესტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ