1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება პროფილის მიუხედავად:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 200 001 ქულამდე – პაციენტის გადასახდელი თანხის – 100 %;
ბ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტისას და ოჯახი, რომელიც არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში – პაციენტის გადასახდელი თანხის – 50%;
1.1. თანადაფინანსება განისაზღვრება არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
1.2.გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
1.3. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100;
გ) კალკულაცია;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური ქირურგიული ოპერაცია);
ე) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შესრულებული ქირურგიული ოპერაციისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.
1.4. არ ფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული ქირურგიული ოპერაციის ხარჯები;
ბ) ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
გ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების ქირურგიული ოპერაცია;
დ) პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.
2. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება.
2.1 თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით არაუმეტეს 500 ლარისა.
2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში);
გ) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა;
დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
2.3. არ ფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა.
2.4. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ორჯერ.
3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად ბენეფიციარის სამკურნალო, საოპერაციო, კვლევების თანადაფინანსება.
3.1. თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხით.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების და ასაკის პენსიონერების სტაციონარული გადაუდებელი მომსახურების დაფინანსება ტყიბულის მუნიციპალიტეში განთავსებულ ჰოსპლიტლებში/კლინიკებში.
4.1. დაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;
4.2. დაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.
4.3. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ე) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100.
ვ) შესრულებული ქირურგიული ოპერაციისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე;
5. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამით სარგებლობის დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლის გამოყენების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
6. დაფინანსების გადარიცხვისთვის სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს სამედიცინო მომსახურების ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაშ