1. აბიტურიენტი საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-6
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6
მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
2
. აბიტურიენტი, რომელსაც დებულების მე
-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის
რეიტინგულ ჩამონათვალში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური პროგრამა, გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს დებულების მე-6
მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6
მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
3
. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის მე
-2
პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ წესის მე-2
მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდებ