1. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტურის შედეგების თაობაზე თითოეული საგნის მიხედვით წარმოშობილი დავები განიხილება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ;

ბ) მეორე და მესამე ტურის შედეგების თაობაზე თითოეული საგნის მიხედვით წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.

3. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 5 დღის ვადაშ