1. ამ წესის მე-15 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მეორე ტურში.

2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მესამე ტურში. ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.

3. ამ წესის მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული რეიტინგული სიის ოლიმპიადის პირველ სამ ოლიმპიადის მონაწილეს გადაეცემა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილის შესაბამისად. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომის მქონე მოსწავლეებს სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაეცემათ პრიზი/პრიზებ