1. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტურის ტესტირების შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არა უგვიანეს 2 დღისა, რესურსცენტრი ცენტრს წარუდგენს ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებს, საპრეტენზიო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს და ოლიმპიადის პირველი ტურის
შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას
ცენტრის მიერ
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) მეორე ტურის ტესტირების შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არა უგვიანეს 2 დღისა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა მეორე ტურის რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად;

გ) მესამე ტურის ტესტირების შედეგებზე პრეტენზიების განხილვის შემდეგ, არა უგვიანეს 2 დღისა, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა მესამე ტურის (საბოლოო) რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიები საპრეტენზიო კომისიის მიერ საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ცენტრის მიერ გადაიგზავნება შესაბამის რესურსცენტრში. აგრეთვე გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VIIოლიმპიადის მონაწილეების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოე