1. ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების გასწორების შემდგომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა პირველადი რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რესურსცენტრს გადაეგზავნება ოლიმპიადის ჩატარდებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

3. რესურსცენტრი ვალდებულია განიხილოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადები ამ წესის შესაბამისად.

4. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ტურში. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სიები, საპრეტენზიო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებთან ერთად, რესურცენტრის მიერ ცენტრს გადაეგზავნება ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტირების დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია ეგზავნება ცენტრს მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

7. ოლიმპიადის მეორე ტურში გასული ოლიმპიადის მონაწილეების სია ცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზ