1. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებულ მონაწილეს.
2. ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შემდგომ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ ოლიმპიადის მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მეორე ტურში მიღებული ქულები.
4. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.
5. ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.
6. ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია აგრეთვე ოლიმპიადის ის მონაწილე, რომლის ქულა, ამ წესის შესაბამისად, ემთხვევა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
7. ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.
8. ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
9. ოლიმპიადის გამარჯვებულთა სია ცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სიები გაიგზავნება შესაბამის რესურსცენტრებში.
10. გასწორების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა, ცენტრი უზრუნველყოფს მესამე ტურის ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.