1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი. ცენტრი ოლიმპიადებისთვის ტესტებს ადგენს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეირჩევა განსხვავებული სირთულის ტესტი კონკრეტული კლასის/კლასების და საგნის შესაბამისად.
3. ოლიმპიადებისთვის ცენტრი უფლებამოსილია საგნის შესაბამისად შექმნას საოლიმპიადო დავალებათა ბანკი.
4. დავალებების ბანკის შექმნის მიზნით ცენტრი უფლებამოსილია ყოველწლიურად ჩაატაროს კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ პირს.
5. ცენტრი, შემოსული დავალებების შეფასების შემდეგ, შერჩეულ საუკეთესო დავალებებს ათავსებს საოლიმპიადო დავალებათა ბანკში, რის შემდეგაც ამ ბანკიდან ხდება ოლიმპიადისთვის ტესტების შედგენა.
6. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით შერჩეული დავალებების ავტორების ანაზღაურების საკითხი