1. ოლიმპიადა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა, ტარდება ტესტის მეშვეობით, რომელთა კონფიდენციალობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე.
2. ოლიმპიადის მესამე ტური უცხო ენაში ტარდება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით. გამოცდა ზეპირი ფორმით შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ან ცენტრის მიერ.
3. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურზე ოლიმპიადის მონაწილის ტესტური ნაშრომი ტესტის გამსწორებელს წარედგინება დაშიფრული ინდივიდუალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალობას.
4. ტესტირება, შესაბამისი საგნის მიხედვით, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ცენტრის მიერ მეორე და მესამე ტურისთვის შერჩეულ ქალაქებში ტარდება ერთდროულად.
5. ოლიმპიადის:
ა) პირველი ტურის ტესტები სწორდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 5 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) მეორე ტურის ტესტები სწორდება ცენტრის გამსწორებლების მიერ 30 დღის ვადაში;
გ) მესამე ტურის ტესტები სწორდება ცენტრის გამსწორებლების მიერ 20 დღის ვადაშ