ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრატორი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული, ოლიმპიადის მეორე ან/და მესამე ტურის/ტურების ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) ადმინისტრატორის თანაშემწე – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს ოლიმპიადის მესამე ტურში ტესტირების პროცესის მიმდინარეობას;
გ) გამსწორებელი – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტი, რომელმაც გაიარა შესაბამისი სწავლება – ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგები და უფლებამოსილია შეაფასოს ოლიმპიადის მონაწილის მიერ შესრულებული ტესტი;
დ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული ქულა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ამ წესის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის თითოეულ საგანში მინიჭებულ ქულათა ჯამი;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სია - ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ცენტრის მიერ დამტკიცებული, ოლიმპიადის მეორე/მესამე ტურში/ტურებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ წესით დადგენილი წესით მოპოვებული ქულების შესაბამისად შედგენილი რეიტინგული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საერთო ქულა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული ქულის ამ წესით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობაზე გაყოფის შედეგად მიღებული ქულა;
თ) მაქსიმალური ქულა – ტესტის თითოეული დავალებისთვის მინიჭებულ ქულათა ჯამი;
ი) მეთვალყურე – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ტესტირების ჩატარების პროცესს;
კ) ოლიმპიადა – ამ წესის მიხედვით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;
ლ) ოლიმპიადის მონაწილე – მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის მიხედვით დარეგისტრირდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად;
მ) ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია – ამ წესით დადგენილი შესაბამისი ტურის დასრულების შემდეგ, ცენტრის მიერ დამტკიცებული, ოლიმპიადის მონაწილეების მიერ მოპოვებული ქულების მიხედვით ოლიმპიადის მონაწილეთა რანჟირებული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ;
ნ) პასუხისმგებელი პირი – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირი, რომელიც კურირებს ოლიმპიადის ტურების ჩატარების პროცესს და უზრუნველყოფს ოლიმპიადის ტესტების კონფიდენციალობას;
ო) რეგისტრატორი – ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პირი, რომელიც ახორციელებს ოლიმპიადის მონაწილეთა რეგისტრაციას და ოლიმპიადის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში ეხმარება ცენტრს;
პ) საოლიმპიადო დავალებათა ბანკი – ცენტრის მიერ საგნის შესაბამისად შექმნილი ტესტის შემადგენელი საოლიმპიადო დავალებების მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეიქმნას ტესტი
;
ჟ) საპრეტენზიო კომისია – ოლიმპიადის შესაბამის ტურში მიღებულ შედეგთან და პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლიმპიადის მონაწილეთა განცხადებების განხილვის მიზნით, თითოეული საგნის და პროცედურული დარღვევის მიხედვით, ცენტრის დირექტორის ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურცენტრის (შემდგომში – რესურსცენტრი) უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო
;
რ) ტესტი – ცენტრის მიერ კონკრეტული კლასის/კლასების თითოეულ საგანში შედგენილი საოლიმპიადო დავალებათა ერთობლიობ