1. ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:

ა) პირველი ტური, რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მეორე ტური, რომელიც ტარდება პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქებში;

გ) მესამე ტური, რომელიც ტარდება ცენტრის მიერ შერჩეულ ქალაქში ან/და ქალაქებში.

2. ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მეორე ტურში.

3. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში.

4. მესამე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.

5. ოლიმპიადის თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოლიმპიადის ჩატარების წელს, მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურში, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების გამარჯვებული პირველი ათეული ხდება საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატ