1. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას;

ბ) ატარებს ოლიმპიადის პირველ ტურს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

გ) ამ წესის შესაბამისად, რესურსცენტრს წარუდგენს ოლიმპიადის მონაწილეთა პირველად რეიტინგულ სიას კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად;

დ) ოლიმპიადის მონაწილეთა ნაშრომებს ინახავს 6 თვის განმავლობაში;

ე) ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრს წარუდგენს ოლიმპიადის მონაწილეთა ნაშრომებს;

ვ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას არ იღებს შესაბამისი წლის ოლიმპიადაში იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს მისი მოსწავლე არ დარეგისტრირდება ოლიმპიადის მონაწილედ.

4. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის წელს გამოთქვამს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილს, მასზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი ის მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

5. რესურსცენტრი:

ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული პირების თაობაზე ცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) უზრუნველყოფს იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებასა და ოლიმპიადის პირველ ტურზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებას, რომლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას არ იღებს შესაბამისი წლის ოლიმპიადაში;

გ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ ოლიმპიადის პირველი ტურისთვის გაცემული ტესტების და შეფასებების სქემების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე მიტანას მათი სრული კონფიდენციალობის დაცვით;

დ) განიხილავს ოლიმპიადის პირველი ტურის საპრეტენზიო განაცხადებს ამ წესის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ოლიმპიადის მონაწილეთა პირველადი რეიტინგული სიისა და საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებების ცენტრისთვის გადაგზავნას;

ვ) ხელს უწყობს მის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და ცენტრს ოლიმპიადის ჩატარებაში;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

6. ცენტრი:

ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტებისა და შეფასების სქემების მომზადებას და შესაბამისი რესურსცენტრისთვის მიწოდებას;

ბ) უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილეთა ბაზების ფორმირებას;

გ) ატარებს ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურს ამ წესის შესაბამისად;

დ) განიხილავს ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურის საპრეტენზიო განაცხადებს ამ წესის შესაბამისად;

ე) უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებზე მონიტორინგი;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და საქათველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულება, რესურსცენტრის ან/და ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, ოლიმპიადის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.

თავი IIIოლიმპიადების