1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე რეგისტრაციას გადის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს ცეტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ოლიმპიადის მონაწილეთა რეგისტრაციის დამთავრებიდან მეორე დღეს, შესაბამის რესურსცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია ოლიმპიადის მონაწილეთა რაოდენობის თაობაზე კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კლასების მიხედვით, ოლიმპიადის საგნის ენის გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული და შესაბამის წელს საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას, უფლება აქვს გავიდეს პირდაპირ შესაბამისი საგნის და კლასის ოლიმპიადის მე-3 ტურშ