1. ოლიმპიადა, კონკრეტული კლასის/კლასების შესაბამისად, ტარდება შემდეგ საგნებში:
ა) მათემატიკა;
ბ) ინფორმატიკა;
გ) ქართული ენა და ლიტერატურა
;
დ) ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის;
ე) ისტორია;
ვ) გეოგრაფია;
ზ) ფიზიკა;
თ) ქიმია;
ი) ბიოლოგია;
კ) უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).
2. უცხოურ ენებში ეროვნული ოლიმპიადა შესაძლებელია ჩატარდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგნებში ოლიმპიადა ასევე ტარდება სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე.
4. რუსულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს უფლება არა აქვთ უცხოურ ენად ჩააბარონ რუსული ენა.
5. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შესაბამის წელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულ ქართული ენის ოლიმპიადაში ან ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში.
6. ოლიმპიადის უსინათლო მონაწილეებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემ