1. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის პირველ ტურში გასულ ოლიმპიადის მონაწილეს.
2. ცენტრის მიერ ოლიმპიადების მეორე ტურთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგება ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.
3. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ას ოლიმპიადის მონაწილეს შორის.
4. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეასე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
5. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულთა სია ცენტრის მიერ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სიები გაიგზავნება შესაბამის რესურსცენტრებში.
6. გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, ცენტრი უზრუნველყოფს მეორე ტურის ტესტებისა და ტესტის პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება