1. ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე. რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება;
ბ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი.
2. ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამან არსებითად ხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას;
დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება, რაც ფორმდება წერილობით. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმი