1. სამინისტრო ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეებისთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასაცემი სიგელების და ოლიმპიადის გამარჯვებულთა დიპლომების ფორმას.

2. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ოლიმპიადის გამარჯვებულების და ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით