1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაჯილდოების მიზნით, საგნის შესაბამისად, დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ქულები, შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ, მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, თითოეულ საგანში დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი, მაგრამ ვერ მოიპოვა მონაწილეობის მიღების უფლება ოლიმპიადის მესამე ტურში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 3 ქულა;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო ოლიმპიადის მესამე ტურში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 5 ქულა;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილემ მესამე ტურის კონკრეტულ საგანში დააგროვა:

გ.ა) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის
60%-ზე მეტი და დაიკავა მე-11 და ქვემოთ ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 6 ქულა;

გ.ბ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და დაიკავა მე-4-მე-10 ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 7 ქულა;

გ.გ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და დაიკავა მესამე ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 10 ქულა;

გ.დ) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და დაიკავა მეორე ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 15 ქულა;

გ.ე) ამ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და დაიკავა პირველი ადგილი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება 20 ქულა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ოლიმპიადის მონაწილის საბოლოო შედეგის გათვალისწინებით მიღებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ქულა
.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის შექმნის მიზნით გათვალისწინებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობა ცენტრის მიერ ოლიმპიადის კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კლასების მიხედვით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროში არსებულ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვაუჩერის გაცემის საფუძველია.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეიტინგული სიის შექმნის მიზნით
, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საერთო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამის საგანში მოპოვებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქულები ჯამდება და შესაბამის საგანში მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული ქულა;

ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულა იყოფა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოსწავლეთა რაოდენობაზე და მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საერთო ქულა საგნის შესაბამისად.

6. ცენტრის წარდგინებით, სამინისტრო მადლობის სიგელებს და სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრიზს/პრიზებს გადასცემს ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამოყალიბებული საგნის შესაბამისად შექმნილი რეიტინგული სიის პირველ 3 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას
.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მადლობის სიგელები და სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრიზი/პრიზები ასვე გადაეცემა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ქულა ემთხვევა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ქულა