1. ოლიმპიადის:
ა) პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ;
ბ) მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ.
2. პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე პრეტენზია შეიტანოს შესაბამისი საპრეტენზიო კომისიის სახელზე.
3. პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მოსწავლის უფლებების დარღვევას პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) ოლიმპიადის სხვა მონაწილის მიმართ პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (ოლიმპიადის მონაწილისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ).
4. საპრეტენზიო კომისია 5 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილების შინაარსს დაუყოვნებლივ აცნობებს ოლიმპიადის მონაწილეს და ცენტრის დირექტორს.
5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა პრეტენზიის წარმდგენი ოლიმპიადის მონაწილის უფლებების დარღვევა ოლიმპიადის სხვა მონაწილის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია პროცესის სხვა მონაწილის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ან ცენტრს.
6. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის შედეგად დადასტურდა ოლიმპიადის სხვა მონაწილის მიმართ პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა ოლიმპიადის პროცესში მონაწილე ოლიმპიადის მონაწილეებისა და სხვა პირების მხრიდან (ოლიმპიადის მონაწილისათვის დახმარების აღმოჩენა, აკრძალული ნივთების მიწოდება და ა.შ), საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება ოლიმპიადის იმ მონაწილის ნაშრომების ნული ქულით შეფასების შესახებ, რომელთაც დაარღვიეს ტესტირების პროცედურა, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილია ტესტირების პროცესის სხვა მონაწილის მიერ, საპრეტენზიო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება აგრეთვე აღნიშნული პირის (პირების) უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ან ცენტრს