1. ოლიმპიადის:

ა) პირველი ტური ჩატარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) მეორე და მესამე ტურებისთვის – ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ის შენობები, სადაც ჩატარდება ტესტირება ცენტრის მიერ შერჩეული ქალაქის/ქალაქების მასშტაბით.

2. ცენტრი ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურისთვის შენობათა შერჩევას ახორციელებს რესურსცენტრის წარდგინებით.

3. რესურსცენტრი ვალდებულია შეარჩიოს შენობა და ოლიმპიადის შესაბამისი ტურის დაწყებამდე ორი კვირით ადრე წარუდგინოს ცენტრს შერჩეული შენობის თაობაზე ინფორმაცია.

4. ოლიმპიადის მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურზე რეგისტრაცია იწყება ტესტირებამდე ერთი საათით ადრე.

5. რეგისტრაციისას ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ცენტრის დირექტორის აქტით დადგენილი დოკუმენტები.

6. ოლიმპიადები წერილობითი და ზეპირი ფორმით მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით.

7. ოლიმპიადის ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს, ოლიმპიადის კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად, აგრეთვე სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს ცენტრი