,შეფასების
ზოგადი
კრიტერიუმებისა
და
შეფასების
სქემის
მომზადება
1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.
2. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.
3. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:
ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;
ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;
გ) ტესტზე სამუშაო დრო.
4. ტესტირების ჩატარების შემდეგ თითოეული საგნის/პროფესიული უნარების შესაბამისად, ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აპლიკანტთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგო