1. ტესტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. ტესტირება მშობლიურ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის ტარდება სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, საგნის შესაბამისად.
3. უსინათლო აპლიკანტებისთვის, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტესტისთვის, გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №42/ნ, 21.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018150 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5410799/muxli-3-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია