1. ტესტირებისათვის კონკურსანტს ეძლევა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განსაზღვრული დრო, რომლის გასვლის შემდეგაც კონკურსანტი ვალდებულია სამდივნოს წარმომადგენელს ჩააბაროს ტესტი.
2. კონკურსანტის მიერ ტესტის შევსებისათვის დადგენილი დროის გადაცდენის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის გადაცემული ტესტი არ გასწორდება და ტესტი შეფასდება 0 – ქულით.
3. დროის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებას კონკურსანტი მიიღებს ორჯერ – დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 10 წუთით ადრე