1. ტესტირებაზე და ტესტირებისათვის განკუთვნილ შენობაში აკრძალულია ყველა სახის საგნისა და დამხმარე მასალის შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსანტს საგამოცდო დარბაზში შესვლამდე ჩამოერთმევა მის ხელთ არსებული ყველა სახის ხელბარგი და ნივთები, რომელთა სანაცვლოდ მას სამდივნო გადასცემს შესაბამის ბარათს ინდივიდუალური ნომრის აღნიშვნით.
2. სამდივნო არ არის პასუხისმგებელი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელბარგის შიგთავსის დაცვასა და შენარჩუნებაზე.
3. კონკურსანტი, რომელიც შემჩნეული იქნება დამხმარე მასალის გამოყენებაში ან ამ დებულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრის (წევრების) მიერ მოიხსნება ტესტირებიდან და მისი ტესტი შეფასდება 0 – ქულით.
4. კონკურსანტის ტესტირებიდან მოხსნის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და სამდივნოს წარმომადგენლები