1. ტესტების პასუხები მოწმდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, ან მოწვეული სპეციალისტის მიერ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის თანდასწრებით. პასუხების შემოწმების მიზნით შესაძლებელია კომპიუტერის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.
2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც კონკურსანტის, ისე გამომცდელის ანონიმურობა, კომისიის წევრისთვის უცნობია, თუ ვის ტესტს ამოწმებს, ასევე კონკურსანტისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
3. ტესტირების დამთავრებიდან არა უგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა საკონკურსო-საატესტაციო კომისია აქვეყნებს იმ კონკურსანტთა სიას, რომელთაც დააგროვეს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ქულათა რაოდენობა