1. კონკურსანტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კონკურსანტის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.
2. გასაუბრებისას კონკურსანტის შეფასება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განსაზღვრული თითოეული პარამეტრის მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თითოეული წევრის მიერ მაქსიმუმ 10 ქულით, მინიმუმ – 0 ქულით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ თითოეული კონკურსანტის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებულ ბლანკებში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემფასებელი წევრი.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ კონკურსანტის შეფასების სპეციალური შევსებული ბლანკები გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს წევრს ქულების დაჯამებისა და საბოლოო ქულის გამოთვლის მიზნით.
5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია თითოეული კონკურსანტისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე.
6. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი იყოფა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დამსწრე წევრების რაოდენობაზე.
7. გასაუბრების შედეგი ჩაითვლება დადებითად, თუ კონკურსანტი მიიღებს მაქსიმალურ ქულათა არანაკლებ 70 %-ს
მუხლი 24. გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტების განხილვისა და შეფასების წესი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 70 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
- მუხლი 19. ტესტირებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 20. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
- მუხლი 21. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას
- მუხლი 22. ტესტირების შედეგების შემოწმება
- მუხლი 23. გასაუბრება და მასში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 25. ატესტაციის ცნება, ჩატარების წესი და პირობები
- მუხლი 26. საკლასო ჩინის მინიჭება
- მუხლი 27. ატესტაციისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის შედეგების გამო წარმოშობილი დავა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის" საკონკურსო-საატესტაციო კომისსის დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 24, №2-34, 06.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.008.250 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63364/muxli-24/