1. გასაუბრება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც ტესტირებაზე დადებითი შეფასება დაიმსახურეს.
3. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში, ასევე აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერებში, რომელთა გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია