1. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.
2. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებში.
3. გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით ან ქულათა სისტემის შესაბამისად.
4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების სისტემას ყოველი კონკრეტული კონკურსის წინ განსაზღვრავს მინისტრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე/კენჭისყრის შედეგების გაფორმებაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დადგენილია კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენება, გამოსაცდელთა მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს, გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც კანდიდატი გაივლის მხოლოდ გასაუბრების ეტაპს, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება ღია კენჭისყრით ან ქულათა სისტემის შესაბამისა