1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კანდიდატის შეფასება;
გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.
2. კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს მინისტრი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტ