1. წერითი გამოცდის მიზანია:

ა) ქართული ენის ცოდნის, ამ ენაზე ინფორმაციის/მოსაზრებების თანამიმდევრულად გადმოცემის, ფაქტებით გამყარებული/დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობის, ზოგადი  ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გამოვლენა;

ბ) უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე სხვადასხვა თემებზე დეტალური, მკაფიო, კარგად ჩამოყალიბებული შინაარსის   ინფორმაციის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის გამოვლენა;

გ) პროფესიული ცოდნის გამოვლენა.

2.  წერითი გამოცდის ეტაპებს, ქულათა მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობებს, ასევე თითოეულ ეტაპზე დადებითი  შეფასებისათვის  უცხო  ენის  ცოდნის დონეს ან/და საჭირო ქულათა რაოდენობას კონკურსის გამოცხადებისას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.

3. გამოსაცდელი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის  დამადასტურებელი საერთაშორისოდ  აღიარებული  სერტიფიკატი/უცხო  ენაზე უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, თავისუფლდება შესაბამისი (სწავლების ენა) უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებისაგან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ წერითი გამოცდის ეტაპი მოიცავს ორი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებას, გამოსაცდელი წერით გამოცდას ჩააბარებს, მის   მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ, იმ უცხო ენაში, რომელზეც არ აქვს წარმოდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი/უცხო ენაზე უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. თუ  სამინისტროში  ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას  იღებს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი, მასზე არ ვრცელდება წერითი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარებული აქვს სამინისტროს მიერ ორგანიზებული წერითი გამოცდა/წარმოდგენილი აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი/დიპლომი.

6. წერითი გამოცდის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული დადებითი შეფასების შემთხვევაში, გამოსაცდელი დაიშვება გამოცდის მომდევნო ეტაპზე.

7. მინისტრის გადაწყვეტილებით, წერითი გამოცდის, ასევე ტესტირების ჩატარება ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით შესაძლებელია უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შერჩეულმა შესაბამისმა ორგანიზაციამ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარების, შეფასების, აგრეთვე   წერითი   გამოცდის/ტესტირების ჩატარებისათვის ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შერჩეული შესაბამისი ორგანიზაცი