1. კონკურსის მესამე ეტაპი გულისხმობს კონკურსის შედეგების განხილვას.

2. კომისია, კანდიდატურებთან გასაუბრების შემდეგ, სხდომაზე საკითხს განიხილავს მათ დაუსწრებლად.

3. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.

4. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

5. კომისია:

ა) წამოაყენებს კანდიდატს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად;

ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე;

გ) გასცემს რეკომენდაციას იმ კანდიდატის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ არ იქნა შერჩეული ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად.

6. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით   აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე.

7. კონკურსის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მინისტრს წარედგინება ინფორმაცია კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ.

8. კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.

9. სამინისტრო ღია/დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.

თავი V

საპრეტენზიო კომისია, ჩაშლილი კონკურსი, კონკურსის შეწყვეტა, კონკურსის შედეგების გასაჩივრე