1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირისათვის წაყენებულ სავალდებულო მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვა), დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ყოველი  კონკრეტული  კონკურსისას  ადგენს  მინისტრი  ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით;

გ) ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის  შესახებ;

ვ) კომისიის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ზ) წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

თ) ინფორმაციას ღია და დახურული კონკურსის ჩატარების ეტაპების შესახებ;

ი) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;

კ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ.

2. კომისიის პირველი სხდომა ტარდება კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს ორი კვირისა.

3. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.

4. სამინისტრო უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

5.  კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესწორების ან/და ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისათვის.

6. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს სამინისტროს მიერ ახალი კონკურსის გამოცხადებას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტრო, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით,   არსებითი ცვლილებისა და კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაციას უგზავნის იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადებისას კანდიდატს ახალი განაცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვად