1. ღია და დახურული კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) ცხადდება სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. ღია კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს ყველა რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
3. დახურული კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
4. საქმიანობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ გამოცემულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.
5. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და ფლობს სახელმწიფო ენას.
6. დახურულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, დიპლომატიური სამსახურის/მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ