1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესებ