1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
2. ამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. სამდივნოს უფროსსა და წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) დადგენილ ვადებში კონკურსანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას;
ბ) წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;
გ) კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვაკანტურ თანამდებობაზე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში კონკურსანტთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
დ) კონკურსანტთა შესახებ მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნასა და შევსებას;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ანგარიშის წარდგენას;
ე) კონკურსანტთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი საგამოცდო ფურცლისა და პირადობის მოწმობის საფუძველზე;
ვ) კონკურსანტებისათვის საგამოცდო დარბაზში ადგილების მიკუთვნებას წილისყრის მეშვეობითა და შესაბამისი ნომრის გაცემით;
ზ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კონკურსანტთა საგამოცდო ტესტებისა და ნამუშევრების გადაცემას და შენახვას;
თ) კონკურსანტთა ტესტირების შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში;
ი) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კონკურსანტის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;
კ) კონკურსის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში კონკურსანტის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;
ლ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მითითებათა შესრულებას.
4. სამდივნო წყვეტს არსებობას კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნებისთანავე