1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია:
ა) ატესტაციის მეშვეობით:
– საქსტანდარტის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან;
– მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალური მომზადების ან გადამზადების საჭიროების განსაზღვრა;
– მოხელეთა საკადრო გადანაწილება მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით (დაწინაურება, ჩამოქვეითება ან გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან);
ბ) კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის გამოყენებით:
– დასაკავებელ თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების შესაბამისობის შეფასება;
– ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერისი კანდიდატურის გამოვლენა;
გ) მოხელეთა რეზერვის ფორმირების გზით:
– ვაკანტური თანამდებობისათვის კანდიდატების შერჩევა.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნების წარდგენა